მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? - ტრამპი
მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპი სხვამს კითხვას, “როგორ შეიძლება წინასაარჩევნო გამოკითხვები ასე მცდარი ყოფილიყო?“
მისი თქმით, წინასწარი ხმის მიცემის ზოგიერთი მაჩვენებელი იმდენად დიდი იყო, რომ გამარჯვება შეუძლებელი გახდა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა ხმის მისაცემად.
„საქმე საარჩევნო აპარატებშია, რომელიც ამომრჩეველზე უფრო მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ტრამპი.