უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

16.11.26 12:51
 უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდს დაარტყა - ამის შესახებ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება იტყობინება. 

“მტერმა დარტყმა განახორციელა. ამის გამო, მოძრაობა დაახლოებით შუადღემდე შეიზღუდება“, - ამბობს მოსკოვის მიერ ყირიმის ე.წ. მეთაურად დანიშნული სერგეი აქსიონოვი.

მისი თქმით, ხიდზე მოძრაობა შეიზღუდა სავარაუდოდ, 16 ნოემბრის შუადღემდე.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა , რომ  მოწინააღმდეგემ მასზე თავდასხმა დრონებით სცადა და ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები