რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – დაიღუპა 2 და დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი

24.11.26 10:25
რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – დაიღუპა 2 და დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი

რუსეთის ჯარებმა 24 ნოემბერს, დილით, ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ჩვილი, 6 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მიხაილ სემიკინის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად განადგურებულია კერძო საცხოვრებელი სახლი, ნაწილობრივ ჩამოინგრა ხუთსართულიანი შენობა, დაზიანებულია სხვა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ერთ-ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. მას აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები და ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 დაშავებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.

ყველა დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

მსგავსი სიახლეები