ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცა

23.11.26 23:14
ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცა, - ინფორმაციას კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

  • ევროკომისიამ გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის წარდგენასთან ერთად მიიღო.

განცხადების თანახმად, წესები მოიცავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მისაღებად საჭირო დოკუმენტების განახლებულ სიას და გამკაცრებულ ზომებს ტურისტული ვიზებისთვის. ასევე, რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებზე რუსეთის სახელით მოასპარეზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობის აკრძალვა.

ევროკომისია ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ნაბიჯებს დგამს, რაც გულისხმობს ჩვენს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიულ ომთან არიან დაკავშირებული“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები