ზაპოროჟიეში გაუქმებულ კლინიკაზე რუსეთის იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა

23.11.26 21:11
ზაპოროჟიეში გაუქმებულ კლინიკაზე რუსეთის იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა

23 ნოემბერს რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეს ვოზნესენივსკის რაიონში მდებარე უფუნქციო კერძო კლინიკის შენობაზე იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილო სემიკინის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად შენობის მეორე სართულზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ადგილზე კი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სემიკინმა მოგვიანებით მეორე დარტყმის შესახებაც გაავრცელა ცნობა და შესაბამისი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ამჯერად რუსული იერიში ზაპოროჟიეს ცენტრალურ ნაწილში, ღია ტერიტორიაზე განხორციელდა, რასაც წინასწარი ინფორმაციით მსხვერპლი ან დაშავებულები არ მოჰყოლია.

ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში 21 ნოემბრის საღამოსაც მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები