მერცი: უკრაინა ნატო-ს წევრი რომ გამხდარიყო, ალბათ, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა
გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკრაინის ნატო-ში მიღებასთან დაკავშირებით ამერიკის წინადადების გათვალისწინება რომ მომხდარიყო და უკრაინა ნატოს წევრი ყოფილიყო, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
განცხადება ფრიდრიხ მერცმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა
დღეს ყველანი ვხედავთ, თუ როგორი დიდი შეცდომა იყო, რომ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე უკრაინის ნატო-ში მიღებასთან დაკავშირებით ამერიკის წინადადების გათვალისწინება არ მოხდა. უკრაინა ნატო-ს წევრი რომ გამხდარიყო, ალბათ, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ასევე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
„მოსალოდნელია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მრჩევლების დონეზე მალე გაიმართება, რომლის ფორმატშიც უკრაინა, რუსეთი, ევროპა და აშშ მონაწილეობენ. შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ აბუ-დაბიში შედგეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.