უკრაინამ და რუსეთმა დაღუპულები სამხედროების ცხედრები გაცვალეს

26.11.26 19:31
უკრაინამ და რუსეთმა დაღუპულები სამხედროების ცხედრები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები კიდევ ერთხელ გაცვალეს - ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვმა კიევს 250 ცხედარი გადასცა, სანაცვლოდ კი 22 რუსი ჯარისკაცის ნეშტი მიიღო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები და სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლები ნეშტების იდენტიფიცირებისთვის საჭირო პროცედურებს ჩაატარებენ.

მათივე ცნობით, ნეშტი შემოწმებისა და იდენტიფიკაციისთვის სპეციალიზებულ სახელმწიფო დაწესებულებებში გადაიგზავნება.