ორსული ამერიკელი პატიმარი ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ციხის ავტომობილით გაიქცა
აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატში ორსული პატიმარი ციხიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც ექიმთან კონსულტაციიდან ციხეში დაბრუნებისას პოლიციის მანქანა გაიტაცა - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 26 წლის რებეკა ტეილორი მანქანით გაიქცა, როდესაც მისი და კიდევ ერთი პატიმრის გადაყვანის ჯგუფი საკვების ასაღებად გაჩერდა.
მედიის წყაროს ცნობით, მანქანა მოგვიანებით იპოვეს, თუმცა ტეილორი კვლავ მიმალვაში რჩება.
ქალი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით იყო დაკავებული.
BBC-ის ინფორმააცით დაკავებული ქალი ძებნაშია.