ირაკლი კობახიძე: „აშკარად, აჭრილია ბატონი ფიშერი"
„აშკარად, აჭრილია ბატონი ფიშერი" - ამ განცხადების ავტორი "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძეა. პრემიერმა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერს "არასერიოზული" უწოდა.
„აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. იმდენად არასერიოზული არის ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები, რომ ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება, ჩემი აზრით, არასწორია. სამწუხაროა, დასანანია. გერმანიის ხელისუფლების ეს ნაბიჯები არასერიოზულია, ისეთივე არასერიოზული, როგორიც გერმანიის ელჩია. სამწუხაროა ეს ყველაფერი, საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა თქვა, რომ მისი აზრით, "ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას".
გერმანიის ელჩმა ინტერვიუში ასევე დასძინა, რომ მისი ხედვით, პროცესის მიზანი მოსახლეობაში ევროკავშირის მხარდაჭერის შემცირებაა, რათა შესაძლო წარუმატებლობა თავად დასავლურ სტრუქტურებს დაბრალდეს.