გამოძიება აქტივისტის წინააღმდეგ - რუსკა მჭედლიძე წერს, რომ "მოძალადე მანდატურებმა აქეთ უჩივლეს"
აქტივისტი რუსკა მჭედილიძე წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურთა ხელმძღვანელმა დავით მატიაშვილმა და მისმა თანამშრომლებმა უჩივლეს.
მჭედლიძის თქმით, მას გამოძიება მანდატურების შეურაცხყოფას ედავება, არადა მისივე განცხადებით, დაზარალებული თავად არის.
საქმე ეხება 28 ივლისს, სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც მჭედლიძე მანდატურებმა სასამართლოს ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მაშინ მანდატურების წინააღმდეგ გამოძიება დაიაწყო, თუმცა მჭედლიშვილის თქმით, საქმე თაროზე შემოდეს და ბრალი პირიქით, მას წაუყენეს.
76 დღის შემდეგ, ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრეს 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით!
მიჩივიან სისტემურად მოძალადე მანდატურები დავით მატიაშვილი, ოთარ კვინიკაძე და გოჩა ნანობაშვილი, რომლებმაც 28 ივლისს უსამართლო სასამართლოს ეზოში დამალურჯეს და თავად ჩაიდინეს დანაშაული.ჩემს დალურჯებულ სხეულზე ექსპერტიზა ჩატარდა, ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 133 მუხლის მესამე ნაწილით მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და თაროზე შემოდო.
მათი შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, რომელიც საერთოდ არ აქვთ, 76 დღის შემდეგ გაახსენდათ! თურმე, შეურაცხყოფასაც ჰქონია ინკუბაციის პერიოდი, ჯერ უნდა დაძველდეს, მერე სამართლებრივ ძალას იძენს.
მაგ ღამის პროცესზე იმას არკვევდნენ, ბიძინა *ლეა თუ არა.
26 ოქტომბერს კი, როგორც ჩანს, ამ საქმზეც მოგვიწევს გარკვევა, ვინ არის სინამდვილეში შეურაცხყოფილი და ვინ უნდა აგოს პასუხი'- წერს აქტივისტი.
სამოქალაქო აქტივისტ რუსკა მჭედლიძეს მანდატურის შეურაცხყოფას ედავებიან, ეს მუხლი 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.