სხდომიდან გაძევებამდე, ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა
ენმ-ს ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.
როგორც დეკანოიძემ განაცხადა, სწორედ ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომ ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი - "ზუსტად ეს არის ეს სარჩელი - ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერა“.
ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმოადგენენ ისინი, ვინც სხედან აქ, ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს ერთპიროვნულად მართავს. ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება, რომ ერთპიროვნულად არ მართავს?! მდინარაძე რომ შეეწინააღმდეგა, დასაჭერად აქვს საქმე. პლენუმს მივმართავ შუამდგომლობით, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობას და რომლის მთავარი ამოცანა ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი და ზუსტად ეს არის ეს სარჩელი - ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერა“,- განაცხადა დეკანოიძემ., - განაცხადა ხატია დეკანოიძე.
მოსამართლე, რევაზ ნადარაიამ მას ჰკითხა რა გარემოებს დაადასტურებდა ბიძინა ივანიშვილი.
ხატია დეკანოიძემ განაგრძო, რომ მას აინტერესებს "რა ელის საქართველოს, როდესაც ყველა პროდასავლური პარტიის აკრძავას აპირებს ბიძინა ივანიშვილი" და ამიტომ სურს მისი მოწმის სახით გამოძახება. მისი განცხადებით, მას სხვების გამოძახების შუამდგომლობაც ჰქონდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ხატია დეკანოიძეს მიუთითა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში, დეკანოიძეს სხდომას დაატოვებინებდა და უთხრა, რომ სიტყვას აწყვეტინებდა. საბოლოოდ მოსამართლემ ენმ-ს წევრი სხდომიდან გააძევა.
ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზაზა ბიბილაშვილმა და ანი წითლიძემაც დააყანეს, თუმცა შუამდგომალობა არ დაკმაყოფილდა.
ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა კი პლენუმმა არ დააკმაყოფილა.
ასევე, სანამ ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობას დააყენებდა, ხატია დეკანოიძესა და არჩილ გორდულაძეს შორის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დეკანოიძემ "ოცნების" წევრს პარლამენტში გამართული მუშტი-კრივი გაახსენა.
მე მესმის, რომ გორდულაძეს მარტო ცემა შეუძლია პარლამენტში, სამართლებრივ ნაწილზე როდესაც მიმითითებს გორდულაძე, გახისენოს როგორ სცემდა კოლეგას პარლამენტის დარბაზში". - განაცხადა დეკანოიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.