საპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს

28.10.26 12:35
საპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას მხარებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე მზია ლომთათიძემ გააფორმა. 

  • ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი - 5-5 წლით.
  • საპროცესო შეთანხმების პირობა ასეთია:  ერთი წელი და ერთი თვე რეალური მსჯავრი, ორი წელი კი - პირობითი.

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკიას 6 ნოემბერს გაათავისუფლებენ.  გური ჟვანია კი პენიტენციურ დაწესებულებას16 ნოემბერს დატოვებენ.

„ვაცნობიერებ სამართლებრივ შედეგებს, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია",- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ დღეს გამართულ სასამართლო პროვესზე. 

რას ედავებოდა გამოძიება დაკავებულებს?

  • მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.
  • გური ჟვანია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მსჯავრდადებული - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.

მსგავსი სიახლეები