5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში ხვალ განახლდება
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა ხვალ 11:00 საათზე კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპით განახლდება.
პროცესზე, 30 ოქტომბერს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლს, გიორგი სიორიძეს მოუსმენენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამბობს, ხვალ სხდომაზე გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.
ცნობილია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალ ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
მსგავსი სიახლეები
იძულებული გავხდით, Ctrl F-ით მოგვეძებნა სიტყვა გახარია - ექს-პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ კრძალავს "ოცნება" მათ პარტიას
"საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ სარჩელში მოყვანილი ფაქტების 90 პროცენტი ტყუილია და ის მხოლოდ პროპაგანდისტულ მესიჯებს ემსახურება"