ავსტრიელი ევროპარლამენტარი: მოვითხოვთ პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას
ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს.
სოციალურ ქსელში წერს, სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოაწერა პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნას.
თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ, - წერს ის.
„სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოვაწერე ერთობლივ განცხადებას, რომლითაც მოვითხოვთ პატიმრობაში მყოფი ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას. თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველა შესაძლო საშუალებით უნდა იყოს დაცული”, - წერს ევროპარლამენტარი.