ჩორჩანას საკითხი "ოცნების" სარჩელში - ბერდია სიჭინავა საფრთხეებზე საუბრობს და პლენუმს მიმართვას

30.10.26 15:44
ჩორჩანას საკითხი "ოცნების" სარჩელში - ბერდია სიჭინავა საფრთხეებზე საუბრობს და პლენუმს მიმართვას

 

 

ჩორჩანას საგუშაგოს საკითხი "ოცნების" სარჩელში - გახარიას თანაგუნდელი ბერდია სიჭინავა პლენუმს მიმართავს და გადაწყვეტილებაში სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ბერდია სიჭინავას თქმით, ჩორჩანას საკითხი საქართველოს ეროვნული ინტერესების საკითხია და " სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება პირდაპირი ფორმით დაანგრიოს ამ ქვეყნის სუვერენიტეტი".

„ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს არის შემდგარი ფაქტი“, - განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, საგუშაგოს განთავსებას წინ უძღოდა საოკუპაციო ძალების მიერ ტერიტორიული პრეტენზიების გაფართოება და ბორდერიზაციის მცდელობები. სიჭინავამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია ორჯერ დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და პარლამენტში ნდობაც გამოუცხადა.

არა ჩადებას! - ზუსტად ამ მოწოდებით მინდა დავიწყო ჩემი შეფასება და ახსნა განმარტება, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ეს შეესაბამება იმ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელშიც მოსარჩელემ სხვადასხვა ადგილას ხელოვნურად ჩააკერა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ჩორჩენას ქართული საპოლიციო საგუშაგო არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გულში შერწყობილი ხიჭვი და მე ვერ წარმოვიდგენდი რო ექვსი წლის თავზე ეს ქართული სახელმწიფოსთვისაც ხიჭვი აღმოჩნდებოდა. ჩორჩანა მაშინ ამ გადაწყვეტილებით გადაურჩა მცოცავ ოკუპაციას მშვიდობიანად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად და ზუსტად აღნიშნული ფაქტიდან ბატონო მოსამართლეებო ერთ კვირაში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია დაასახელა ქართული ოცნების მინისტრობის კანდიდატად და 90 ხმით აირჩია და ნდობა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მას და მის სამთავრობოს კანდიდატს. არავის გამიჯვნია მას და მის გადაწყვეტილებებს სოფელში ჩორჩანაში.

ვახტანგ გომელაური ერთ კვირაში ამ ფაქტიდან გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და მასაც ერთხელ არ დაუყენებია ეს საკითხი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფორმატში. არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში კოორდინატები გრძედი და განედი, რომელ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის დაკარგვას ედავება პროკურატურა მას.

ჩორჩანას საკითხი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების საკითხი და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხს ასეთ ფორმატში გამოტანა და გიორგი გახარიას მიმართაც დევნის დაწყება ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფა შესაძლოა მოხდეს. ჩვენ გვეუბნებიან კონსტიტუციის სარჩელის ავტორები, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება თურმე არის დანაშაული, იმიტომ რომ ამან შეიძლება ვიღაცის გაღიზიანება დეფაქტოების და საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვიოს.

წარმოიდგინეთ ვითარება, თქვენს ეზოში რომ სათავსო ნაგებობას განათავსებთ, თურმე მეზობელს უნდა ჰკითხოთ,იმიტომ რომ ამან შეიძლება ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვიოს. ძალიან გთხოვთ, შეაფასოთ ქმედება, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში არის მითითებული და რომელზეც სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება პირდაპირი ფორმით დაანგრიოს ამ ქვეყნის სუვერენიტეტი. როგორც პროკურატურა არ ჩასულა სოფელ ჩორჩანაში, ისე არ მგონია რომ არცერთ ბატონი რომლებიც წერენ საკონსტიტუტიო საერჩელიშ, რომელიმე მათგანი ნამყოფია იქ", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

მსგავსი სიახლეები