კობახიძე ირწმუნება, რომ ივანიშვილი 2008 წლამდე ხელისუფლებას პოლიციის და ჯარის გაძლიერებაში ეხმარებოდა
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა, არამედ სახელმწიფოს განმტკიცების საქმესაც ემსახურებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, “ოცნების“ დამფუძნებელი ხელისუფლებას 2008 წლამდე პოლიციის და ჯარის რესურსების გაძლიერებაში ეხმარებოდა.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ სხვა ტიპის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა, არამედ საჯარო მსახურების ხელფასებსაც კი ასუბსიდირებდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს, ჯარის რესურსების გაძლიერებაში, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, - თქვა კობახიძემ.