გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი - კობახიძე კალაძის განცხადებაზე
„რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი", - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ “პუბლიკის“ ჟურნალისტს, კახა კალაძის გამონათქვამის შესახებ დასმულ კითხვაზე.
მისი თქმით, ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით აჩენს სერიოზულ კითხვებს.
„ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით აჩენს სერიოზულ კითხვებს. სრულიად არაადეკვატური აქტიურობით გამოირჩევიან და ამის უკანაც შეიძლება იდგეს უხეში პოლიტიკური ინტერესი". - თქვა მან.
რა თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ:
„ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“