ევროკავშირის ელჩი: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში

04.11.26 19:51
ევროკავშირის ელჩი: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში

 

 

"ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ განაცხადა.

პევროკომისიის მძიმე ანგარიშის შემდეგ, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპელმა დიპლომატმა  თქვა, რომ ევროკავშირი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.

“არ მინდა ისეთ რამეზე სპეკულირება, რაც ჯერ არ მომხდარა. დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.

ევროკომისიის სპიკერმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა ევროკომისიის პოზიცია. ევროკომისარმა კოსმა მისი პრესკონფერენციის დროს ძალიან ნათლად თქვა: “საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძველს”.

ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო, რომ როდესაც ევროპის საბჭოს ყველა წევს უყურებ, და საქართველოს ერთ-ერთია მათგან, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები