ტონს დაუწიოს! - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე

05.11.26 13:06
ტონს დაუწიოს! - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე

 

 

ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, "ოცნებაში" დილიდან პაველ ჰერჩინკისადმი კრიტიკა არ წყდება. 

"მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს"? - უთხრა გუშინ ევროპელმა დიპლომატმა "ოცნებას", რაზე პასუხადაც დღეს ელჩს შალვა პაპუაშვილმა მიმართა და უთხრა, რომ "ტონს დაუწიოს".

"ასე აგდებული ტონი ბრიუსელში დატოვოს" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 

პირველ რეკომენდაცია, რაც მე მინდა მას მივცე, ტონს დაუწიოს. აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტირებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია, რომ ტონს დაუწიოს. ამ ტონის ნაწილი იყო, როცა გუშინ თქვა, რაზე უნდა გვქონდეს დიალო გიო  - "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზეო? სერიოზულად გულისხმობთ ამასო? აბა რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? გუშინ მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, სერიოზულად? ამაზე უნდა რომ დიალოგი გვქონდეს, რუსეთმა გაიმარჯვა თუ არ გაიმარჯვა, ამაზე უნდა დიალოგი?  თუ მან რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდებაო? ამაზე უნდა დიალოდი ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა ? ასე აგდებული ტონი ბრიუსელში დატოვოს. ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ტავდამსხმელებსი მფარველები და გამმართლებლები. 

ან ბატონი ჰერჩინსკი და ბრიუსელი წარმოადგენს სიას, ვის მიიჩნევს ის თვითნებურად დაკავებულებად ან ჩავთვლით და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინი არიან  მოძალადეების მფარველები და ბატონი ჰერჩინსკი რომ არის მოძალადეების მფარველი, ეს არაერთხელ დაადასტურა.

კომპლექსები უნდა მოვიცილოთ, ჩვენ დემოკრატია არავისგან არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლინეთშ აქვს გატარებული. არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომენკლატურის ელიტურ ოჯახში არის არის გაზრდილი, არ გევსწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტურ იუგოსლავიაშია გაზრდილი. პოსტ-საბჭოთა და სოციალურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემორკატია?

როცა ჰერჩინსკის არ მოსწონს საბჭოთა კავშირთან შედარება, ისე იქცევიან, რომ საბჭოთა კავშირს უსწორებენ თავს ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

"მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს"? - ამ კითხვით მიმართა გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ "ოცნების" ხელისუფლებას, რომელიც ევროკავშირთან დიალოგს ითხოვს. 

ევროპელი დიპლომატი ევრონიუსთან ირაკლი კობახიძის ევროკავშირთან დიალოგის სურვილზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ევროკავშირთან დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა".

ჰერჩინკიმ "ოცნებას" ანტიევროპული განცხადებები შეახსენა და ხაზგასმით თქვა, რომ დიალოგი ასე ვერ მიიღწევა.