რუსეთმა ხოშტარიას პარტია „დროა“ “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

05.11.26 13:55
რუსეთმა ხოშტარიას პარტია „დროა“  “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.

„[დროას] მონაწილეები გამოკვეთილ რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოს მიმართულებით. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო რეგულაციების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურატურამ.

ასევე, რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „პარტია „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესისგან სახელმწიფოს იზოლირების მცდელობებში ადანაშაულებს“.

„ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ ჩართვის მოწოდებით გამოდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები