"დროას" პასუხი რუსეთის პროკურატურას
"აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს" - ასეთ პასუხი აქვს "დროას" რუსეთის პროკურატურისთის, რომელმაც პარტია არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.
დროა გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად ხსნის, რაში "სდებს ბრალს" მათ რუსეთის პროკურატურა:
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.
რაში “გვედება ბრალი”:
- 1. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;
- 2. ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;
- 3. საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;
- 4. საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;
- 5. უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭირდო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;
- 6. და ბოლოს, იმაში, რომ “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.
ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს!
ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!
ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!
საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!", - წერსდროა.
რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.