ირაკლი კობახიძეს დუბლინში პროტესტით დახვდნენ
დუბლინში, სადაც ირაკლი კობახიძე იმყოფება, ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. კადრებს, "პირველების" რედაქციას აწვდიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ირლანდიის დედაქალაქში ჩასული "ქართული ოცნების" ლიდერი მათ ინტერესებს არ წარმოადგენს.
ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში.