პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

13.11.26 12:58
პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გოცირიძს აცილებას სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა

როგროც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განმარტა, აღნიშნულ შუამდგომლობას პლენუმი უსაფუძვლობის გამო არ აკმაყოფილებს.

„აღნიშნულ შუამდგომლობას პლენუმი არ აკმაყოფილებს უსაფუძვლობის გამო. ძირითადი პრეტენზია მიემართებოდა ქალბატონ ევას, რომ მისი დასმული კითხვების ფორმულირება არის იმ ფორმის, რომ უკვე მას წინასწარ აქვს განწყობა და აზრი შექმნილი საქმესთან დაკავშირებით. რაც მოვისმინეთ იყო შეკითხვა: „პარტია არ იზიარებს პასუხისმგებლობას?“ ეს არის მოსამართლის შეკითხვა, რომ მოისმინოს მხარის პოზიცია, იზიარებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას და მხარის უფლებაა, გასცეს ის პასუხი, რა პასუხიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია. სასამართლო იღებს იმ პასუხს, რა ფორმითაც მას მოპასუხე გადმოსცემს. რაიმე წინასწარ გამოთქმული მოსაზრება, აზრის დაფიქსირება ამ შეკითხვაში და შეკითხვის ამ ტიპის ფორმულირებაში არ გამოიხატება. სასამართლოც ისმენდა, პლენუმის სხვა წევრებიც გუშინ ევა გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვებს. ის, რაც მხარემ გააჟღერა და მასში ვერ შენიშნა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ევა გოცირიძეს წინასწარ აქვს აზრი ჩამოყალიბებული ამ საქმესთან დაკავშირებით, პირიქით, პლენუმის წევრებს ერთხმად უჩნდებათ განცდა იმისა, რომ არის სურვილი, მოსამართლემ არ დასვას კრიტიკული შეკითხვა, შეკითხვა, რომელიც საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო. სასამართლო არის ვალდებული დასვას ყველა წაყენებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით შეკითხვები და გაიგოს ამასთან დაკავშირებით მხარის მოსაზრება.

თუ შეკითხვა თავისი შინაარსით გამოიყურება მწვავედ და სასამართლო სვამს მწვავე შეკითხვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს რაიმე მოსაზრება აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე მხარისთვის. პირიქით, რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისგან, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არის უმჯობესი. ვერავინ მოახერხებს იმას, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა. ეს შეუძლებელია! ეს განცდა დარჩა სასამართლოს, პლენუმის ყველა წევრის პოზიცია იყო ეს“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ენმ-ს მხრიდან შუამდგომლობის დაყენებას სხდომაზე უპასუხა ევა გოცირიძემაც: 

რა რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე, თქვენი ნებაა, ვის მიმართ დააყენებთ აცილების შუამდგომლობას, მაგრამ მე განვმარტავ ამ საკითხებს და განვმარტავ იმას, რატომ მქონდა ამ შეკითხვების დასმის უფლება.

პირველი, საკითხი უკავშირდებოდა მკვლელობებს, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები. მე სპეციალურად არ დავასახელე ის საქმეები, რომლებიც არ იყო ჩადენილი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ, რომელსაც სახელმწიფოს აგენტს ვეძახით ზოგადად.

მინდა ხაზი გამესვას, რომ ეს არის ერთი სპექტრი, ისეთი შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო ხდება პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა დარღვევებისათვის. შემდეგ აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ამ საქმეების გამოძიება არ მოხდა ამ ხელისუფლების პირობებში. აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ამით სახელმწიფომ დაარღვია უკვე უფლებების დაცვის კონსტიტუციური ვალდებულება, ასე ვთქვათ. ხოლო შემდეგი აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ მოხდა პრეზიდენტის მხრიდან დანაშაულებრივების წახალისება", - თქვა ევა გოცირიძემ. 

მოსამართლის  განმარტებას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა:

„კიდევ, ისე აგრძელებს.... დამნაშავეს რომ დააჯილდოებ, ეს არის წახალისება, მაგრამ სახელმწიფოს...“- აღნიშნა, ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის რეპლიკას კვლავ ევა გოცირიძის პასუხი მოჰყვა. 

თუ არ გამოიკვლევ დანაშაულს, ესეც დანაშაულია და ასე შეუმოწმებლად და გაუფრთხილებლად ადამიანის წახალისება... ბატონო ლევან, დაუკვირდით, ეს არის ჩვენი გამოსაკვლევი საკითხი, სწორედ, აი, თქვენ ბრალს მდებთ: როგორ შემეკითხეთ, ეს ფაქტები შეერაცხება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასო“. ჩვენი პირდაპირი განხილვის საკითხი ეს არის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები, რომელიც ხდებოდა, ამაში, არის თუ არა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“? მთელი გუშინდელი დღე ამას არ ეძღვნებოდა, სად არის პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? თუ გახსოვთ, რა შეკითხვა დავსვი, ეს იყო თუ არა მმართველი პარტიის პოლიტიკის განხორციელების შედეგი-მეთქი? თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შეკითხვის დასმის უფლება მე არ მაქვს? მე დაგანახეთ კონტექსტი, ამ კონტექსტის მიხედვით გეპასუხათ თქვენ ამ შეკითხვაზე და ეს არის ჩვენი გამოკვლევის საგანი, ამიტომ არა მარტო უფლებაა, არამედ ვალდებულიც კი ვიყავი, რომ ამის თაობაზე მეკითხა.

რაც შეეხება სიტყვა „იმედიას“, ეს იყო დათანხმება იმაზე, რაც თქვენ თქვით, რომ ამას [სანდრო გირგვლიანის საქმეს] ძალიან განიცდით“,- განაცხადა გოცირიძემ.