სასამართლო სხდომა, რომელსაც ღარიბაშვილი არ ესწრება, მოსამართლემ დამსწრეებისთვის გახსნა

20.11.26 16:35
სასამართლო სხდომა, რომელსაც ღარიბაშვილი არ ესწრება, მოსამართლემ დამსწრეებისთვის გახსნა

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრება - ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაცვის მხარეს სხდომების გახსნის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.

პროცესზე დღეს შეუშვეს მედიის წარმომადგენლებიც და იქ მყოფი ადამიანებიც. 

ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ  ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები