დედის ცნობით, გიორგი ჩიკვაიძის საქმეზე დამატებით მოძიებული მასალა ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო
გიორგი ჩიკვაიძის საქმე ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია დაკავებული ბიზნესმენის დედამ, ეკა წერეთელმა რამდენიმე საათის წინ გაავრცალა.
ირკვევა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების კანონიერებას განიხილავს.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროკურატურამ ვერც ჩიკვაიძის მხრიდან საზღვრის სავარაუდო უკანონო კვეთის მცდელობის შესახებ მოიპოვა მტკიცებულებები.
რამოდენიმე საათის წინ მივიღეთ დამადასტურებელი საბუთი სტრასბურგიდან... იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებადამცველების მიერ დამატებით მოძიებული და გადაგზავნილი მასალა დაერთვება ჩვენს ძირითად საქმეს და შინაარსი მიღებული იქნება მხედველობაში.
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"- წერს წერეთელი.
ადვოკატები სასამართლოს სთხოვენ დააგინოს - არსებობდა თუ არა პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა მაშინ, როდესაც მათი თქმით, საქმეში არცერთი სამხილი არ არსებობდა.
გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით და ასევე, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მან გვაცნობა, რომ ჩვენი ინფორმაცია დაერთვება საქმეს, ის განიხილება თავდაპირველ საჩივართან ერთად და ყველა მნიშვნელოვანი კორესპონდენცია, რომელიც სამომავლოდ შეიძლება განხორციელდეს, თითოუეული მათგანი იქნება განხილული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ვინაიდან საქმე ეხება აღკვეთი ღონისძიების გამოყენების სახით პატიმრობის გამოყენებას და ამავდროულად, ამ საკითხთან დაკავშირებით, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არის მიმდინარე გამოძიება, რომელიც არის სრულიად არაეფექტური, ჩვენ არა ერთ ინფორმიას ვაწვდით გამოძიებას, თუმცა ნული არის კომუნიკაცია მათი მხრიდან, ასევე ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ განგრძობადად ნახოს სახელწმიფო რას აკეტებს იმისათვის, რომ საქმე გამოიძიოს"- აცხადებს თორნიკიე მიგინეიშვილი.
ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება (საქმეზე ასევე ბრალდებულია მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი).
ბრალდება დიდი ოდენობით თანხების მითვისებას უკავშირდება (რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). თავად ჩიკვაიძე და მისი მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ რეალურად საქმე ზეწოლას უკავშირდება.
ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში 2025 წლის 11 მარტს დააპატიმრეს. 2025 წლის 7 მაისს სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.