ტობიას კრემერი: ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს

25.11.26 23:46
ტობიას კრემერი: ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს

"ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს შეთითხნილი ბრალდებებით" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

ევროპარლამენტარმა ბირუსელს მოუწოდა, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგეს და სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს. 

პაატა ბურჭულაძე თავისი ხმის ძალით გახდა ცნობილი. როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საოპერო მომღერალს, რომლის ხმამაც ვენიდან ნიუ-იორკამდე საოპერო თეატრები აავსო.
გრამ დღეს მისივე მთავრობა ცდილობს ამ ხმის ჩახშობას და შეთითხნილი ბრალდებებით მის დაპატიმრებას. მისი დანაშაული ისაა, რომ გაბედა და ხმა აიმაღლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის ჩრდილქვეშ მყოფ, ბელარუსული ტიპის რეჟიმად აქციოს. 
პაატა მარტო არ არის. ქართველების 80%-ს კვლავ სურს ევროპული მომავალი. და უკვე თითქმის ორი წელია, ამისთვის ქუჩაში გამოდიან. მასწავლებლები, ექთნები, მუშები, არტისტები — დღე და ღამ გარეთ არიან. ისინი ხმას იმაღლებენ და სრულსდ აცნობიერებენ, რომ ამით ცემის, თავდასხმის ან პაატასა და მზია ამაღლობელის მსგავსად დაპატიმრების რისკის ქვეშ დგანან. და მიუხედავად ამისა, არ ნებდებიან.

ამიტომ, კოლეგებო, ნურც ჩვენ დავნებდებით და ნუ მივატოვებთ მათ, არამედ დავუდგეთ გვერდში საქართველოს პოლიტპატიმრებს. დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილს და შევინარჩუნოთ ზეწოლა ამ რეჟიმზე, სანამ პაატას ხმა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაისმება დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

მსგავსი სიახლეები