კობახიძე ადასტურებს, რომ გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
მინსკიდან გავრცელებული ცნობები ირაკლი კობახიძემ დაადასტურა - მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს.
"ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არანაირ რისკს არ ქმნის .
რაც შეეხება სად შეიძლება შედგეს ეს შეხვედრები, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, უბრალოდ თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს ეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში.
მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. აქ ხომ მთავარი არის პრინციპების დაცვა. პრინციპების დაცვისთვის განმსახზრვრელი არის ის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეტა სამინისტროს პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
საერთოდ არაფერი არ გესმით. არვიცი, ეს ინტელექტის ამბავია თუ დაბინდული გაქვთ გონება, საერთოდ არაფერი არ გესმით. რეალურად მთავარი რა არის - ფორმატი არ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, იგივე თუნდა აღიარების კუთხით, ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არანაირ რისკს არ ქმნის ამ თვალსაზრისით. ეს არაფერ კავშირში არ არის დიპლომატიასთან.
მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - განაცხადა კობახიძემ და იქვე დასძინა, რომ "მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა".
რა თქვეს მინსკში:
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.