კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკის შეხვედრის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული იყო იური ბალაშოვი

26.11.26 14:18
კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკის შეხვედრის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული იყო იური ბალაშოვი

ირაკლი კობახიძე დასტურებს, რომ მოლაპარკებეზე თბილისში ჩამოსული იყო იური ბალაშოვი. ბალაშოვი, რუსეთის სავაჭრო სამრეწევლო პალატის თავმჯდომარეა. ის ამ პალატის ფარგლებში შექმნილი "საქართველო რუსეთის სავაჭრო საბჭოს" ხელმძღვანელობს.

საქართველოში ბალაშოვის ვიზიტის შესახებ დღემდე არაფერი იყო ნათქვამი . პირველების დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ კობახიძემ დააკონკრეტა, რომ იური ბალაშოვი თბილისში იქამდე იყო ჩამოსული, ვიდრე  მინსკში საქართველოსა და რუსეთის სპეც-წარმოამდგენლების პირისპირ მოლაპარაკბები გაიმართებოდა.  

კობახიძე: რაც შეეხება შეხვედრას, არის ბატონი ბალაშოვი, რომელიც არის ქართულ -რუსული სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, მასთან იყო საუბრები გალუზინთან შეხვედრამდე, თბილისში იყო შეხვედრა, მისი დაპირება იყო, რომ წლის ბოლომდე, ყველა კომპანია, ამოღებული იქნებოდა სიიდან, თუმცა, მისი მხრიდანაც შეიცვალა ეს პოზიცია. შემდეგ კი გალუზინთან შეხვედრაზეც მოვისმინეთ ანალოგიური პოზიცია, რაც იყო გაუგებარი. 

"პირველების" ჟურნალისტი: ბალაშოვზეც ხედავთ დიფსთეითის გავლენას?

კობახიძე: მე ვერცერთ გვარზე ვერ ვისაუბრებ, მთავარია, საკითხი მოგვარდეს, ჩვენთვის ეს იქნება დასკვნის გაკეთების საშუალება.

მსგავსი სიახლეები