“იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვაზე" ის ხალხი არ შეუშვეს, რომლებიც კრიტიკული კითხვის დასმას აპირებდა
კრწანისის ტყე პარკში, არაბული ინვესტიციით ახალი ქალაქის მშენებლობაზე კითხვების დასასმელად თბილისიდან გარდაბანში ჩასული ხალხი შეხვედრაზე არ შეუშვეს. არადა, წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ეს საჯარო განხილვა იყო. გარდაბნის კულტურის სახლში ადამიანები წესით იმისთვის დაპატიჟეს, რომ ეთქვათ - რა იჩეხება, რა რჩება და რა აშენდება საბოლოოდ, თუმცა ვისზეც ეჭვი იყო, რომ კრიტიკული კითხვები ჰქონდა შეხვედრაზე არ შეუშვეს.
ვინც შესვლა მოახერხა, ისიც გარეთ გამოაძევეს, მათ შორის იყო მოძრაობა "ერთი საქართველო - ერთი ხალხის" წარმომადგენელ.
ვისაც დარბაზში დაცვა არ უშვებდა, ეუბნებოდა, რომ ადგილები არ იყო, უმცა "პირველებმა" გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე სკამი თავისუფალია.
ვინ იჯდა დარბაზში - ჩანდნენ არასრულწლოვნებიც, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლები, ვინც სპეციალურად პრეზენტაციისთვის ჩავიდნენ, ასევე იყვნენ, სკოლის პედაგოგები, აიპებში დასაქმებულები.