ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი აქციას შეუერთდა
ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი დიდ აქციას უერთდება - მედიკოსი, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობის დროს დააკავეს, "პირველებმა" თსუ-სთან დააფიქსირა.
საპროტესტო მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება.
მაია კოხტაშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. მედიკოსს ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გაცემას ედავებოდნენ.
აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ.
მოგვიანებით კოხტაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 6 თვით შეეზღუდა მართვის უფლება, თუმცა დარჩა საექიმო საქმიანობის უფლება.
დღეს თბილისში დისი საპროტესტო აქცია გაიმართება. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და ტრადიციული შაბათის მარშის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ გამზირამდე რამდენიმე ლოკაციიდან დაიძრებიან.
ოპოზიციის ალიანის მსვლელობას თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყებს და თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. ენმ მხარდამჭერებს ავლაბრის მეტროსთან ელოდება. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის კი 28 ნოემბრის აქციას ორბელიანის მოედნიდან შეუერთდება.
ავლაბრის მეტროდან გამართავენ მსვლელობას ტრადიციული შაბათის მარშის მონაწილეებიც.
პროტესტი ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების წლისთავს ეძღვნება. "2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დავაყენებთ“ - თქვა კობახიძემ ორი წლის წინ, რასაც მოქალალაქეებს პროტესტი და ხელისუფლებუის მხრიდან მომიტნგეების არაერთი დარბევა მოჰყვა.