როდის აღმოჩნდება სუს-ის ექს შეფი მთავარი მოწმის პირისპირ - რას ამბობენ მხარეები

02.06.26 15:42
როდის აღმოჩნდება სუს-ის ექს შეფი მთავარი მოწმის პირისპირ - რას ამბობენ მხარეები

 

 

როდის აღმოჩნდება გრიგოლ ლილუაშვილი რომეო მიქაუტაძის პირისპირ და დაუმძიმებენ თუ არა ბრალს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს? - საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაიკითხება ყველა მოწმე, ვინც გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს. 

  • რომეო მიქაუტაძე სუს-ის ექს-შეფის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. არსებული ინფორმაციით, სწორედ მან დაადო ხელი გრიგოლ ლილუაშვილს. საჯარო სივრცეში დაისვა კითხვა იმასთან დაკავშირებითაც, ხომ არ იყო მიქაუტაძე  "შუამავალი" მეწარმესა და ლილუაშვილს შორის ქრთამის გადაცემის ნაწილში. 

საქმის პროკურორმა დღეს "პირველებს" არ დაადასტურა, რომ  "შუამავალი" მეწარმესა და ლილუაშვილს შორის რომეო მიქაუტაძე იყო, თუმცა არც უარყო და ასევე არც ის გამორიცხა, რომ  ეკონომიკის ყოფილი მაღალჩინოსანის მიმართ შესაძლოა ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. 

ბერძენიშვილს დღეს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიყვანეს რომეო მიქაუტაძეს სასამართლოში და როდის აღმჩდენა მთავარი მოწმე სუს-ის ექს-შეფის პირისპირ. 

ყველა მოწმე, ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით ფლობს ფაქტობრივ გარემოებებს, ბუნებრივია სასამართლოს წინაშე დაიკითხება. მე არ გეუბნებით, რომ ვინმესთან მიმართ დაიწყება ან არ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. ინდივიდულაურად, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ იქნება გადაწყვეტილება მიღებული", - თქვა მარიამ ბერძენიშვილმა. 

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსთვის ახალი ბრალის წარდგენას არ ელოდება რომეო მიქაუტაძის დაცვის მხარე - ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით პროკურატურა აღნიშნულის შესახებ არ დაჰკავშირებიათ. 

ჩვენ არ დაგვკავშირებია პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ არ ვიცით რა გეგმები აქვს პროკურატურას", - აცხადებს ადვოკატი. 

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილუაშვილის საქმეზე ე.წ. ქოლცენტრების ეპიზოდზე მსჯელობენ. ბრალდების მხარეს სხდომაზე წარმოდგენილი ჰყავს მოწმე, რომელიც პროკურორის თქმით, ერთ-ერთ "ქოლ-ცენტრში" იყო დასაქმებული.

მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ  საქმეში არსებული მტკიცებულებებით, აღნიშნულ ქოლ-ცენტრს გრიგოლ ლილუაშვილი უწევდა მფარველობას.

დღეს ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეს, რომელიც უშუალოდ "ქოლ-ცენტრების" ეპიზოდზე ისაუბრებს, ის უშუალოდ იყო დასაქმებული "ქოლ-ცენტრში", რომელსაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით და ბრალდების მხარის პოზიციით გრიგოლ ლილუაშვილი უწევდა მფარველობას", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის პოზიციას - ადვოკატი რობერ გრიგალაშვილი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმეების არსებობის მიხუედავად, არცერთი პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს. 

შემიძლია დავადასტურო, რომ არანაირი პირდაპირი ჩვენება არ არსებობს ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში. რამდენიმე მოწმეა ამ საქმეზე, მაგრამ ის, თუ რომელიმე პირი და გარკვეულ პირთა ჯგუფი დაკავებული იყო ამ უკანონო საქმიანობით, ეს არ უკავშირდება ბატონ გრიგოლს და შესაბამისად, არ შეიძლება მათი დანაშაულზე მსჯელობები და ის, რომ დანაშაულზე საუბარი იქნეს აღქმული, როგორც მტკიცებულება. მეტი წილი, რაზეც პროკურატურა აპელირებს ე.წ. განთქმით ან მტკიცებულებითი ხასიათის ჩვენებებზე, აქ ჩართული და მხილებული არიან პირები, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს დანაშაული. ზოგ მათგან ბრალი დღემდე არ აქვს წაყენებული და თუკი ბრალი აქვთ წაყენებული, ისინი საპროცესო შეღავათებით სარგებლობენ ისეთ მძიმე კატეგორიის დანაშუალზე, როგორიც კოურფციაა. ხაზს გავუსვამ და ვეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ იმაში, რომ ის ირიბი ჩვენებები, რომელსაც პროკურატურა თავს უყრის და არქმევს მამხილებელ მტკიცებულებას, არ შეიძლება იყო გაზიარებული და გამოყენებული", - აცხადებს რობერტ გრიგალაშვილი. 

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

მსგავსი სიახლეები