რუსთავის საქალაქო სასამართლოში 7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალის პროცესი იწყება
დაარღვევს თუ არა დუმილს სასამართლოში 7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა - რუსთავის საქალაქო სასამართლოში შემზარავი დანაშულის შესახებ მსჯელობა იწყება.
მანამდე კი ადვოკატმა “პირველებს“ უთხრა, რომ ბრალდებულს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა ის მომხდარის შესახებ არაფერს ამბობს.
მისივე თქმით, უკვე დაინიშნა ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა 42 წლის ქალი შერაცხადი იმ დროს, როცა საკუთარი შვილი მოკლა.
საქმის მასალებს გავეცანი სრულად, არ იკვეთება დასაცავი პირის ბრალეულობა. გამოძიება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ, თუ მოიპოვებენ დამატებით რამე მტკიცებულებებს. თუმცა, აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ არცერთი მოპოვებული მტკიცებულება ამ ეტაპზე, სანამ უშუალოდ სასამართლოში არ იქნება გამოკვლეული, უდანაშაულოდ ითვლება ადამიანი და სანამ უშუალოდ სასამართლო მოოღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. დაცვის მხარე შევეცდებით, რომ აქტიურად მოვიპოვოთ მტკიცებულები. არსებობს ცნობები, რომ გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და გაირკვევა დასკვნის შემდგომ, - განაცხადა ადვოკატმა.
- 42 წლის ქალს, რომელმაც 7 წლის შვილი მოკლა, ბრალდება წარედგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა, 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვანი დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.