ყალბი საბუთების სქემა - გაფართოვდება თუ არა დაკავებულთა წრე

02.06.26 20:23
ყალბი საბუთების სქემა - გაფართოვდება თუ არა დაკავებულთა წრე

 

 

გამოვლენილია ორი ჯგუფი, რომელსაც ასობით ათასი დოლარის მითვისებას და საბუთების გაყალბებას ედავებიან.. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში თავშესაფრის მიღებაში უკანონოდ ეხმარებოდნენ და სანაცვლოდ ათასობით დოლარს იღებდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფი მსურველებს ე.წ. „ქეისების“ შექმნას, ყალბი მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლო პროცესებზე მხარდაჭერას ჰპირდებოდა. გამოძიება არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობასა და ყალბი დოკუმენტების დამზადების სქემას ეხება. სამართალდამცველების განმარტებით, იმ პირებს, რომლებმაც თავშესაფარი მსგავსი გზით მიიღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენის შესაძლებლობა შესაძლოა შეეზღუდოთ.

გამოძიების ინფორმაციით, ყალბი ისტორიის შედგენის საფასური დაახლოებით 1 000 დოლარს შეადგენდა, ყალბი დოკუმენტების მომზადებაში კი მოქალაქეებს 3 000 დოლარამდე ახდევინებდნენ. საქმის სრულად დასრულებისთვის თანხა, სავარაუდოდ, 8 000 დოლარს აღწევდა. „პირველების“ ინფორმაციით, ბრალდებულთა შორის ერთ-ერთი გიორგი ხატიაშვილია. თავად ხატიაშვილი ბრალდებებს უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ემიგრანტების შესაძლო მოტყუების სქემის შესახებ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერმა“ მოამზადა. დაზარალებულები მინიმუმ ოთხ პირს ასახელებდნენ, მათ შორის კი გიორგი ხატიაშვილსაც.

ვრცცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები