7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

02.06.26 19:30
7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

7 წლის შვილის, ფარუხ ახმედოვის მკვლელობაში ბრალდებულ 42 წლის ქალს, სვეტლანა ახმადოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ქრისტინე კოპალიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

თუმცა, პენიტენციურის ნაცვლად ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდება.

  • 42 წლის ქალს, რო­მელ­მაც 7 წლის შვი­ლი მოკ­ლა, ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა, 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვანი დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები