გასაოცარი დემოკრატიის დაპირებით მოსული ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ სქროლვის სამინისტრო შექმნა - ერაძე

02.06.26 22:04
გასაოცარი დემოკრატიის დაპირებით მოსული ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ სქროლვის სამინისტრო შექმნა - ერაძე

გასაოცარი დემოკრატიის დაპირებით მოსული ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ სქროლვის სამინისტრო შექმნა - ამის შესახებ ჟურნალისტმა, დათო ერაძემ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “უკვე დასაცინი აღარ არის ეს სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირს“

უკვე დასაცინი აღარ არის ეს სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირს, მე არ მეგულება ნორმალური ქვეყანა, გასაოცარი დემოკრატიის დაპირებით მოსული ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ სქროლვის სამინისტრო შეიქმნა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ჩემ გვერდზე დავწერო თუ არა რაღაც. კი, აბსოლუტრად ვეთანხმები, მეც არ მიყვარს შეურაცხყოფების ტირაჟირება, მაგრამ არის ისეთი მომენტები, როცა შეუძლებელია თავი შეიკავო. ქვეყანაში, სადაც ბავშვები შეუძლიათ გააშავონ, რაღაც არარსებული პროპაგანდა ჩაუშვან, რომა რ არსებობს წამალი, ესეც ხომ მარტივია, შეხვიდე საძებო საიტებზე და გაიგო. ბავშვები კი არა, ძაღლებიც კი გააშავეს. ყველაფრის კადრება და გასავება შეუძლიათ, რაც  ყველაზე საშინელებაა, რომ ეს ყველაფერი შერჩათ. არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მარტივად მიიღო გადაწყვეტილება და საერთოდ ჩაჭრა ეს ქსელები, ერთი ეგღა დარჩათ, - თქვა ერაძემ.

მსგავსი სიახლეები