"TV პირველის" ინფორმაციით, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ნაწილი საპატიმრო დაწესებულებას ხვალ დატოვებს

08.06.26 18:51
"TV პირველის" ინფორმაციით, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ნაწილი საპატიმრო დაწესებულებას ხვალ დატოვებს

"TV პირველის" ინფორმაციით, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ნაწილი, ხვალ, 9 მაისს 14:30 საათზე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. 

არსებული ინფორმაციით, ციხეს ხვალ 8 ბრალდებული დატოვებს.

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. 

მსგავსი სიახლეები