ეგონათ, მუხლებზე დამდგარს მნახავდნენ... მისამართი შეგეშალათ! - ალეკო ელისაშვილი "ოცნებას"

13.10.26 17:03
ეგონათ, მუხლებზე დამდგარს მნახავდნენ... მისამართი შეგეშალათ! - ალეკო ელისაშვილი "ოცნებას"

 

 

"ეგონათ, მუხლებზე დამდგარს მნახავდნენ -  მისამართი შეგეშალათ" - ასე მიმართა სააპლეაციო სასამართლოს დარბაზიდან "ოცნებას" მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიცონერმა პოლიტიკოსმა ივანიშვილის გუნდს უთხრა, რომ არ ჰგავს მათ ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც ერთმანეთს ხელი დაადე, რათა თავისუფლება გამოესყიდათ. 

ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე ასევე ისაუბრა იმ აკრძალვებზე, რაც 11 თვეა აქვს - მისი თქმით, ოჯახის წევრებს მხოლოდ სხდომებზე ნახულობს, რადგანმათთან კომუნიკაცია ციხეში აკრძალული აქვს. 

13 წელი მომისაჯეს, მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩამსვეს, მე-11 თვეა აკრძალული მაქვს ჩემს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კომუნიკაცია.  მხოლოდ სასამართლო დარბაზებში ვხედავ ჩემი ოჯახის წევრებს, ამათ ეგონათ, რომ მნახავდნენ მუხლებზე დამდგარს, დავიწყებდი მათთან ხვეწნა-მუდარას, შეწყალების თხოვნას და საპროცესო გარიგებებს და ეგეთ უმსგავსობებს, მაგრამ მისამართი შეეშალათ. 

ძმაკაცები და პარტიის ლიდერები ძმაკაცებს იჭერენ, მერე აბუჩად იგდებენ, ერთმანეთს აბეზღებენ, ერთმანეთს ხელს ადებენ, ოღონდ  ციხიდან გამოაღწიონ და რას არ კადრულობენ.  ხოდა ძაანაც შეეშალათ ჩემთან", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

დღეს სააპელაციო სასამართლოში ელისაშვილის 13 წლიანი განაჩენის გადახედვაზე სხდომა გაიმარტა - საქმეს განიხილავს კოლეგია მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის თავმჯდომარეობით. 

  • საჯარო ცნობების თანახმად, მაღლაკელიძე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე მუშაობდა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავედ არის ცნობილი ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.  გადაწყვეტილება 10 ივლისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.