გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმის პროკურორმა უწყება დატოვა
გიორგი ნადირაძემ, რომელიც გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის საქმის პროკურორი იყო, უწყება დატოვა.
ამის შესახებ თავად გიორგი ნადირაძე წერს.
მისი თქმით, “დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში განსხვავებული მიმართულებით გამოიყენებს“.
„საქართველოს პროკურატურაში ჩემი საქმიანობა დასრულდა. 2018 წელს პროკურატურაში სტაჟირების პროგრამით დავიწყე მუშაობა. ამ წლების განმავლობაში არაერთი პროფესიული ეტაპი გავიარე...
...მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ვისგანაც ვისწავლე და ვისი მხარდაჭერაც არაერთხელ მიგრძნია.
დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში განსხვავებული მიმართულებით გამოვიყენებ“, - წერს გიორგი ნადირაძე.