ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა მიმართვას ავრცელებს

23.10.26 13:40
ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და PSG-ს ფეხბურთებლ, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, მაკა ლუ­კა­ვა მიმართვას ავრცელებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის რთულ მო­მენ­ტში მისი შვი­ლის გვერ­დით დგო­მის­თვის.

მისი თქმით, “ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის და უფრო ძლიერი დაუბრუნდება თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს.“

"ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის  ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და გასაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ როგორც აქამდე !! მადლობა!!! ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!" - წერს ხვიჩა კვარაცხელიას დედა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა 20 ოქტომბერს, ბარსელონასთან მატჩში მიიღო. მან მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. პრესტიჟული ფრანგული სპორტული გამოცემა LE PARISIEN-ის ცნობით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, კვარაცხელია მოედანს, შესაძლოა, აპრილში დაუბრუნდეს.

წინასწარი მონაცემებით, კვარაცხელიას ოპერაციისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის 6-დან 9 თვემდე პერიოდი დასჭირდება.