„ბრალდება აბსურდულია, ამოღებული ნივთები სუვენირებია“ - ძალადობის მომზადების ბრალდებით დაკავებული მოზარდის ადვოკატი
არასრუწლოვნების მიერ ძალადობის მომზადების საქმე - ერთ-ერთი დაკავებული მოზარდის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ ბრალდებას არ აღიარებს. ინტერესების დამცველი "პირველებთან" საუბარში ირწმუნება, რომ ბრალდება აბსურდულია, ხოლო ნივთები, რომელიც საცოხვრებელი სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული, ადვოკატის თქმით, ეს "სუვენირებია", რომელიც შესაძლოა, სახლში ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს. რაც შეეხება სასტარტო იარაღს, უფლებამდაცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს მხოლოდ და მხოლოდ სათამაშ იარაღი იყო ამოღებული.
ადვოკატი გეგმავს, პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლდო აგთავისუფლებას მოითხოვოს.
ბრალს არ ვაღიარებთ და არ ვადასტურებთ და ეს ნივთები, რაც შუქდება, რომ თითქოს ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და რაღაცეები, ეს ჩვენგან არ ამოღებულა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ისეთი ნივთები, რომელიც შეიძლება, ნებისმიერი ადამიანის ოჯახში იყოს, სუვენირები, - ამბობს გია დარჩია.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი მოზარდი რუსთავში, ბებიის სახლში დააკავეს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა.
თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით 14 წლის სკოლის მოსწავლეები დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
გავრცელებული ცნობით, მოზარდები, რომლებიც სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ, არასრულწლოვნებზე ძალადობას გეგმავდნენ და სავარაუდო დანაშაულს „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ საშუალებით ამზადებდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადებას გულისხმობს.