პენიტენციური: "ტყუილია ინფორმაცია გიორგი ფეიქრიშვილის ცემაზე"

25.10.26 17:42
პენიტენციური: "ტყუილია ინფორმაცია გიორგი ფეიქრიშვილის ცემაზე"

პენიტენციური სამსახური უარყოფს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის ბრალდებას ციხეში ფეიქრიაშვილის ცემასთან დაკავშირებით. როგორც უწყების პრესსამსახურში "პირველებს" განუცხადეს, პატიმარი გიორგი ფეიქრიშვილი სამარტოო საკანშია მოთავსებული, 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ და არანაირი ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. 

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის განცხადებით, უწყება მზად არის, მიუხედავად უქმე დღისა, დღესვე დაუშვას ადვოკატი პატიმართან შესახვედრად. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 25 ოქტომბერს, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანში მისი შვილი ვატო ყიფიანმა სცემა. 

მსგავსი სიახლეები