თბილისში ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს

27.10.26 17:12
თბილისში ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს

პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლა. შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა.

მკვლელობის ფაქტს "პირველებს" უდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდუნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

განახლება: "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მოკლული გურამ ბოიკოა. მისი ოჯახი  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ცხოვრობს. 

ერთ-ერთი ვერსიით, ქორწილის წვეულებაზე ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის  დაპირისპირება მოხდა, რაც რესტორნის გარეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. გურამ ბოიკო კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა. 

ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, 24 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.