ცნობილია, რა პასუხი დაუბრუნა თბილისის მერიამ "რიყე დომს" - დოკუმენტი გასაჯაროვდა
რა პასუხი დაუბრუნა თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ რიყის ახალი მფლობელს, კომპანია „რიყე დომს", რომელიც რიყის დოქებისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლას ითხოვს - დღის ბოლოს დოკუმენტი გასაჯაროვდა.
პასუხში წერია, რომ დოკუმენტაცია, რომელიც "რიყე დომმა" თბილისის მერიას გადაუგზავნა სრულყოფილი არ არის - შესასწორებალდ კოპანიას 30 დღე მისცეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ მათი მოთხოვნის შესწავლას.
სააგენტო საპროექტო წინადადებასთან დაკავშირებით მსჯელობას შეძლებს, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ.
წინასაპროექტო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ბერ კვლევაში გასათვალისწინებელ გარემოსდაცვით და სატრანსპორტო კვლევებთან და რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით, დამატებით იხილეთ შესაბამისი დანართები;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული იული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაცგან მავრამდენად უფა გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 30 კალენდარული დღე. გაითვალისწინეთ, თქვენი მხრიდან კვლავ. არასრულყოფილი და ხარვეზების შემცველი დოკუმენტაციის წარმოდგენის აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი. წარმოდგენის შემთხვევაში,გასაჩივრება შესაძლებელია საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად", - წერია დოკუმენტში.
დღეს კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ რიყის ახალი მფლობელისგან მერიაში არანაირი მოთხოვნა არ შესულა. თუმცა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, რიყე დომის განცხადება შესულია და წარმოებაც დაწყებულია.
საუბარია 68 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, სადაც სავარაუდოდ მრავალსართულიანი სასტუმრო უნდა აშენონ. რიყე დომი კი ამ ტერიტორიისთვის სარეკრიაციო ზონის სტატუსის შეცვლას ითხოვს.