პატრიარქ კირილის იუბილეს ქართული დელეგაცია დაესწრება - მოსკოვის ქართველთა ტაძრის წინამძღვარი

28.10.26 22:53
პატრიარქ კირილის იუბილეს ქართული დელეგაცია დაესწრება - მოსკოვის ქართველთა ტაძრის წინამძღვარი

მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართველთა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ფიოდორ კრეჩეტოვმა თქვა, რომ 20 ნოემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილის  80 წლის იუბილეს ქართული დელეგაცია დაესწრება.

  • დეკანოზი ფიოდორ კრეჩეტოვი დღეს რუსეთში საზოგადოებრივი ფონდის „რუსთა და ქართველთა ერთიანობა” შექმნის ღონისძიებას ესწრებოდა. ფონდის დამფუძნებლები ოთარ ფარცხალაძე და ნიკოლოზ კარტოზია არიან. თავმჯდომარე მამუკა ფიფია გახდა. სწორედ ამ შეკრებაზე გააკეთა აღნიშნული განცხადება სასულიერო პირმა. 

„ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა ყოველთვის საძმო იყო; მან ყველაზე რთულ პერიოდებსაც კი გაუძლო. ბუნებრივია, ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა განსვენებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. და ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ უწმიდესი უფალთან მიიცვალა, ურთიერთობა გრძელდება — პატრიარქ კირილის მომავალ იუბილეზე ქართული დელეგაცია იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა მან.

აღნიშნულ ინფორმაციას ხვალ დილიდან "პირველები" საქართველოს საპატრიარქოსთან გადაამოწმებს.

მსგავსი სიახლეები