ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს - პოლიტიკოსი ეტლით გადაადგილდება
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.
„აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ!“ , - თქვა პოლიტიკოსმა კლინიკაში შეყვანამდე.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს