პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობს

29.10.26 13:24
პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობს

 

 

გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული დიტო ჩუბინიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გარეჯის თემა "სათავისოდ გამოიყენა და თემა აწია".

როგორც ასავალ-დასავალის ჟურნალისტი "პირველებთან" ამბობს, მისი სხდომა სააპელაციო სასამართლოში მოულოდნელად იშე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. 

ჩუბინიძის მტკიცებით, დაკავების შემდეგ მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. 

რა ღარიბაშვილი -ღარიბაშვილი საერთოდ ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს" - ღარიბაშვილი არის პოლიტიკოსი, მან ზუსტად გამოიყენა ეს სიტუაცია სათავისოდ, მე კი არ ვლანძღავ და კი არ ვუპირისპირდები. ის პოლიტიკოსია და კარგად გათვალა ეს სიტუაცია და თავისი გადასახედიდან, თემის ასაწევად კარგად გამოიყენა მან ეს სიტუაცია და თემა აწია.  ხოდა აქედან გამომდინარე მოხდა ის, რაც მოხდა. მე ამ მგლების გარემოცვაში დავრჩი პირისპირ. დაკავების შემდეგ აღარ გამოვუკითხივარ", - აცხადებს დიტო ჩუბინიძე. 

სააპელაციო სასამართლომ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.