მერია გადავსებულ ურნებზე განმარტებას აკეთებს

03.11.26 15:42
მერია გადავსებულ ურნებზე განმარტებას აკეთებს

თბილისის მერიის განცხადებით, გუშინ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნები გამოწვეული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით. 

„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში  ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო. სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში  ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს“,- წერს უწყება. 

მერიის განმარტებით, ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში“. 

მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანონ.

მსგავსი სიახლეები