მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მგზავრების მიღება განახლდა
მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მგზავრების მიღება და მუშაობა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
"მეტროსადგურ სარაჯიშვილის ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა". - წერია კომპანიის განცხადებაში.
ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური სარაჯიშვილი მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა.