საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია - მარტა კოსი "ოცნებას" კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს

04.11.26 18:27
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია - მარტა კოსი "ოცნებას" კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასა - თქვა, რომ ჩვენს ქვეყანში "ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით".

ევროკომისარმა პირდაპირ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. მან საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ მოუწოდა. 

როგორც მარტა კოსმა აღნიშნა, ვითარების შეცვლასა და ახალი ეტაპის დაწყებაზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. 

საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით. 

ევროკავშირის კარი ჯერ კიდევ ღია რჩება საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს მთავრობას მოუწევს კურსი შეცვალოს და დაუბრუნდეს დემოკრატიას კანონის უზენაესობას და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას და შემდგომ უკვე გაწევრიანების პროცესი შესაძლოა განახლდეს. ჩვენ ვაცნობიერებთ, ვიცით და იმედს გვაძლევს რომ ქართველების უდიდესი უმრავლესობას სურთ ევროპული მომავალი და გბსურს ვიხილოთ საქართველო ამ გზაზე დაბრუნებული.“, - განაცხადა მარტა კოსმა.

მარტა კოსს "ევროსკოპის" რედაქტორმა ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ პარტიების აკრძალვას გაწევრიანების პროცესზე, რაზეც ევროკომისარმა განაცხადა, რომ "ოპოზიციურ პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის".

ევროკავშირის კარი ჯერ კიდევ ღია რჩება საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს მთავრობას მოუწევს კურსი შეცვალოს და დაუბრუნდეს დემოკრატიას კანონის უზენაესობას და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას და შემდგომ უკვე გაწევრიანების პროცესი შესაძლოა განახლდეს. ჩვენ ვაცნობიერებთ, ვიცით და იმედს გვაძლევს რომ ქართველების უდიდესი უმრავლესობას სურთ ევროპული მომავალი და გვსურს ვიხილოთ საქართველო ამ გზაზე დაბრუნებული.", - განაცხადა კოსმა. 

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები