"პირველებმა" იმ ორსული ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც პატიმარ მეუღლესთან ციხეში ნარკოტიკი შეჰქონდა - ახალი დეტალები

05.11.26 15:00
"პირველებმა" იმ ორსული ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც პატიმარ მეუღლესთან ციხეში ნარკოტიკი შეჰქონდა - ახალი დეტალები

"პირველებმა" იმ ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც რუსთავის ციხეში პატიმარ მეუღლესთან ნარკოტიკი შეჰქონდა - ეს მაია ავედისიანია. ჩვენი ინფორმაციით, ხანგრძლივ პაემანზე მისული ორსული ქალი "ალფა პვპ-ს" და მეტადონს სხეულში, ინტიმურ ადგილებში მალავდა.

ის ბრალდებული არ არის, რადგან სახელმწიფო ბრადლება ამბობს, რომ პატიმრის ცოლმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ნარკოდანაშაულის სხვა ფიგურანტები ამოიცნო.

საქმეზე სულ 4 პირია ბრალდებული, ერთ-ერთი ორსული ქალის მსჯავრდებული ქმარი - გიორგი სორდიაა, ხოლო დანარჩენები არიან პირები, რომლებმაც ორსულ ქალს ნარკოტიკი მისცეს. გამოძიების თანახმად, გიორგი სორდია ციხიდან დაუკავშირდა დანარჩენ ბრალდებულებს და სთხოვა, რომ მისი ორსული ცოლისთვის ნარკოტიკები გადაეცათ. 

"პირველების" ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებული სამი პირი არის: ზურაბ კერესელიძე, ზაზა ბერულავა და ლექსო ლომიძე. 

  • მათ ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მუხლებით წარედგინათ.

ცოტა ხნის წინ ამ საქმეზე დაკავებულები საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.  პროცესზე არ გამოცხადდა მსჯავრდებული პატიმარი - გიორგი სორდია, მან სასამართლოს წერილი გამოუგზავნა, სადაც ამბობს, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს. "პირვლების" ინფროამციით, არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

საქმის დეტალებზე მედიასთან დღეს პროკურორმა ისაუბრა: 

მსჯავრდებული დაუკავშირდა მის ორსულ მეუღლეს, რომელიც ცდილობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანას. გამოკვლეული და მოპოვებული მტკიცებულებებით, წარდგენილ იქნა ბრალდება და შემოტანილი იქნა სასამართლოში შუამდგომლობა აღკვეთის შუამდგომლობის შეფარდებაზე.

პირებმა ქალს გადასცეს ნარკოტიკული საშუალება. საქმეში დევს ვიდეო-ჩანაწერები, არის ამოცნობის ოქმები. ასევე დეტალურები და ვიდეოკამერებია ამოღებული. დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული ამ საქმეში. 

ქალს არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ აქვს გამომდინარე მისი ორსულობიდან და გამომდინარე იქიდან, რომ რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.  ამოცნობა არის ჩატარებული და ქალის ამოცნობის შედეგად არის მიღებული შესაბამისი რეაგირება. ყველას გააზრებული აქვს თავის საქმე, ეს არის განზრახ ჩადენილი, სხვანაირად ვერ მოხდებოდა", - ამბობს საქმის პროკურორი. 

მედიასთან ასევე კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი დაკავებულის, ზურაბ კერესელიძის ადვოკატმაც - ლიკა ბითაძე ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხატები და ფსკვნილები გადასცემს და რომ საერთოდ არ იყო ინფორმირებული ნარკოტიკების შესახებ. 

ასევე ადვოკატის მონაყოლით ირკვევა, რომ თავდაპირველად გამოძების მხირდან სწორედ ორსული ქალი დაკავდა, რომელმაც ჩვენებები სხვა ბრალდებულების და მათ შორის საკუთარი ქმრის წინააღმდეგაც მისცა. 

არ აღიარებს, რადგან საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა, თუ რა ნივთიერებას გადასცემდა, რომელიც უშუალოდ გამოატანას მას და უთხრეს რომ გადაეცა, კერძოდ ხატები იყო ეს და იყო ფსკვნილები, არ ჩაუხედავს შიგ თუ რა იყო და ეს არც საქმის მასალებითაც არ დასტურდება. საერთოდ არ იცნობდა ამ ქალბატონს, რომელსაც გადასცა. ქალბატონი ფაქტზე იყო დაკავებული, რომელიც გათავისუფლდა იმის შედეგად, რომ "მან ჩვენებები მისცა სხვა ბრალდებულების მიმართ. მეუღლის წინააღმდეგ ლოგიკურია, რომ ჩვენება მისცა, საქმის მასალებს კარგად გავეცნობი. ის მეუღლესტან შედიოდა 24 საათიან პაემანზე და ეს ნარკოტიკები უნდა შეეტანა მისთვის": - ამბობს ლიკა ბითაძე. 

  • იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპენქციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის სექტემბერში, მსჯავრდებული დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა.

დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ქალს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა. მათ ნარკოტიკული საშუალებები “მეთადონი” და “ალფა-პვპ” გადასცეს, რომლის შეტანასაც ცდილობდა მსჯავრდებულ მეუღლესთან ხანგრძლივ პაემანზე შესვლისას, რაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს.

 

მსგავსი სიახლეები